ჰ ი პ ო თ ე ზ ა
არასოდეს არ შეიძლება იყოს გვიან
ს წ ა ვ ლ ა - ,,სწავლა სიბერემდე“ცხოვრების მთავარ მიზანს წარმოადგენს თვითგანვითარება, ეს კი სწავლის გარეშე წარმოუდგენელია. ნებისმიერი პროფესიის ადამიანის კარიერა წარუმატებელი იქნებოდა, მას რომ არ ამდიდრებდეს გამოცდილება. თუნდაც მასწავლებელი, რომლის მოვალეობაცაა ახალი თაობის აღზრდა, არ უნდა ჩამორჩეს სწავლების ახალ მეთოდებს, რათა მის მიერ ჩატარებული გაკვეთილები იყოს მოტივირებული, საინტერესო, მრავალფეროვანი და პროდუქტიული მოსწავლეებისათვის.
მ ი ტ ე ვ ე ბ ა - ”მიტევება” ნიშნავს დაფის პირწმინდად გასუფთავებას, პატიებას, ვალების გაუქმებას. თუ ჩვენ ვინმეს ვაწყენინებთ, ჩვენ მას პატიებას ვთხოვთ იმისათვის, რომ ჩვენს შორის ურთიერთობა შენარჩუნდეს. მიტევება საჩუქარი არ არის, რადგან ადამიანი იმსახურებს იყოს ნაპატიები. არავინ იმსახურებს მიტევებას. მიტევება სიყვარულის, წყალობისა და დაჯილდოების ქმედებაა. მიტევება ის გადაწყვეტილებაა, რომელიც გულისხმობს სხვა ადამიანის მიმართ კეთილგანწყობას, მიუხედავად იმისა, თუ რა გაგვიკეთა მან ჩვენ.
ბიბლია გვეუბნება, რომ ჩვენ ყველას გვჭირდება ღვთისაგან მიტევება. ჩვენ ყველას ჩაგვიდენია ცოდვა. ეკლესიასტე ამბობს: ”რამეთუ კაცი არა არს მართალ ქუეყანასა ზედა, რომელმანცა კეთილი ქმნა და არა ცოდა.”
იოანე (პირველი) ამბობს: ”უკუეთუ ვთქუათ, ვითარმედ ცოდვაჲ არა გუაქუს, თავთა თჳსთა ვაცთუნებთ და ჭეშმარიტებაჲ არა არს ჩუენ თანა”.
ყველა ცოდვა, საერთო ჯამში, ღვთის წინააღმდეგ აჯანყებაა (ფსალმუნი 50-6 ).
შედეგად, ჩვენ ყველანი ვსაჭიროებთ ღვთის მიტევებას. თუ ჩვენ არ მოგვეტევება ჩვენი ცოდვები, ჩვენს საუკუნო ცხოვრებას ჩვენი ცოდვების შედეგად ტანჯვაში გავატარებთ.
ს ი კ ვ დ ი ლ ი - ის ყოველთვის ადრე მოდის, რადგან ადამიანს ყოველთვის სურს დიდხანს სიცოცხლე.
ღ ვ თ ი ს გ ზ ა ზ ე დ ა დ გ ო მ ა - ,,რა საჭიროა გზა რომელიც ტაძრამდე არ მიგვიყვანს".
იგავი გვასწავლის, რომ არასდროს არ არის გვიან ღვთის სამსახურში ჩადგომა.
ჰიპოთეზის უარმყოფელი ფაქტები:
სწავლა - ზოგჯერ შეიძლება იყოს დაგვიანებული, რადგან უფროს ასაკში ათვისების უნარი ქვეითდება.
მიტევება - შეიძება იყოს დაგვიანებული, როდესაც ამით გამოიწვევ კიდევ სხვა ცოდვას.
სიკვდილი - სიკვდილი_ ესაა სიცოცხლე სიცოცხლის შემდეგ!(ლებუ)
სიკვდილი და სიცოცხე ორი დიდებული დანაბადია ერთი ავტორის მიერ. (მიქელანჯეელო)
სიკვდილი ყველას ათანასწორებს.
სჯობს სიცოცხლესა ნაძრახსა სიკვდილი სახელოვანი.
ისე რომ დავუკვირდეთ სიკვდილი არც კი არსებობს!
ეს უბრალოდ პირობითი საზღვარია!
საზღვარია ორ სიცოცხლეს შორის: ამქვეყნიურსა და იმქვეყნიურს შორის!
აი, მაგალითად ჩვენ ვამბობთ: ,,წარსული, აწმყო და მომავალი". მაგრამ ეს სიტყვები მხოლოდ პირობითადაა ნათქვამი.
დრო ერთია, იგი მიედინება და არ ჩერდება, არ არსებობს არავითარი საზღვარი წარსულს, აწმყოსა და მომავალს შორის.
ე.ი. გამოდის რომ საზღვარიც კი არ არსებობს!
"სიკვდილი"-ეს ჩვენ მოვიგონეთ, ეს პირობითი საზღვარია...
დ ა ს კ ვ ნ ა - ჩვენს მიერ ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ ჰიპოთეზა გამართლებულია ნაწილობრივ. სწავლისა და მიტევების გზას ადამიანი თვითონ ირჩევს, მაგრამ სიკვდილი მისი გადაწყვეტილების გარეშეც შეიძლება მოვიდეს.